პროექტის სახელი: ხელსაქმისა და მეწარმეობის შესწავლით ნდობის აღდგენის ხელშეწყობა
პროექტის მიზანი: გოგონებისა და ახალგაზრდა ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა ხელსაქმისა და მეწარმეობის სწავლებით; ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ქ. სოხუმსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ გოგონებსა და ახალგაზრდა ქალებს შორის სოციალური კავშირების აღდგენა და კომუნიკაციის ხელშეწყობა.
პროექტის სამიზნე ჯგუფები: ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილი და მასპინძელი თემის წარმომადგენელი გოგონები და ახალგაზრდა ქალები; ქ. სოხუმსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ გოგონები და ახალგაზრდა ქალები
პროექტის აქტივობები: ხელსაქმის გაკვეთილები, კულტურული ღონისძიებები, მეწარმეობისა და მცირე ბიზნესის მართვის თემებზე ტრენინგები, ერთობლივი ონლაინ კონფერენციები და შეხვედრები, ნამუშევრების გამოფენა და გაყიდვა.
მოსალოდნელი შედეგები:
1. აღდგენილი ნდონა ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და აფხაზეთში მცხოვრებ ბენეფიციარებს შორის რეგულარული კომუნიკაციისა და ორმხრივი მხატვრული ინტერესებიდან გამომდინარე.
2. გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობა მცირე ბიზნესის განვითარებისა და ახალი უნარ-ჩვევების შეძენის გზით.
დონორი: შავი ზღვის ნდობა რეგიონული თანამშრომლობისთვის, ჯერმან მარშალ ფონდის შავი ზღვის პროგრამა
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“
პროექტის არეალი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ქ. სოხუმი და მიმდებარე სოფლები
განხორციელების პერიოდი: იანვარი/ივნისი, 2019