შინმოვლა

CHCA ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 25 ადამიანს შინმოვლის სერვისს აწვდის. 

შინმოვლის სერვისის მიწოდება ხდება სოფ.რუხში მდებარე, მულტიფუნქციური სათემო ცენტრის "ჩემი მორდუს" ბაზაზე. შინმოვლის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში ჩართულ საჭიროების ბენეფიციარებს ემსახურება მულტიდისციპლინური გუნდი: კოორდინატორი, ექიმი, ექთანი, სოციალური მუშაკი, მომვლელი, ტექნიკური
ასისტენტი.

შინმოვლის პროგრამის ბენეფიციარი არის 18 წლის და მეტი ასაკის მოქალაქე, რომელიც
მიეკუთვნება მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად დამოკიდებულთა კატეგორიას და
საჭიროებს ზედამხედველობასა და დახმარებას მომვლელისა და შინმოვლის მულტიდიციპლინური გუნდის სხვა წევრებისაგან. აღნიშნული გუნდის მიერ ხდება მოსარგებლის სამედიცინო, სოციალური და საყოფაცხოვრებო საჭიროებების დეტალური შეფასება, ინდივიდუალური გეგმის შედგენა და შინმოვლის მომსახურების მიწოდება შინმოვლის სტანდარტის, პროგრამის და მოსარგებლის ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად.

პროცესში ხდება: მოსარგებლის ფიზიკური და მენტალური მდგომარეობის შეფასება, სასიცოცხლო პარამეტრების მონიტორინგი, მედიკამენტების მიწოდება, სოციალურ მხარდაჭერა, ძირეული მოვლა, ყოველდღიურ საქმიანობებში მხარდაჭერა.

შინმოვლის პროგრამის მიზანია მოვლის საჭიროების მქონე პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, მოსარგებლეთა დამოუკიდებლობის ხელშეწყობა ყოველდღიურ ქმედებებში თავიანთ საცხოვრებელ პირობებში, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობითა და ეთიკური ნორმების დაცვით.

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA