მდგრადი სარდაფები მწვანე თემებ...

მდგრადი სარდაფები მწვანე თემებისათვის - დევნილთა საცხოვრებელი კლიმატის ადაპტაცია

CHCA ფოთში ახორციელებს პროექტს ,,მდგრადი სარდაფები მწვანე თემებისათვის - იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი კლიმატის ადაპტაცია", რომლის მიზანია ფოთის იგპ-თა დასახლებაში მრავალბინიანი შენობების კლიმატისადმი მდგრადობისა და საცხოვრებლად ვარგისიანობის გაზრდა მდგრადი, ჰიბრიდული ინფრასტრუქტურისა და ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტის მოდელის დანერგვით.
 
პროექტის ფარგლებში:
✔ შეკეთდება და გამაგრდება 3 საცხოვრებელი კორპუსის სარდაფი;
✔ დამონტაჟდება სადრენაჟე სისტემები წყლის სწრაფი გადინებისთვის;
✔ მოეწყობა 3 “წვიმის ბაღი” - ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტა, რომელიც წვიმის წყლის ნაკადს არეგულირებს და დატბორვას აკავებს;
✔ მომზადდება გეგმა, სხვა უბნებშიც ამ მოდელის გასავრცელებლად;
✔ 60 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ლიდერი გაივლის სპეციალურ ტრენინგს წვიმის ბაღების მოვლა-პატრონობაში.

პროექტის სამიზნე რეგიონი: ქ. ფოთის მუნიციპალიტეტი; 
დონორი: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და დანიის მთავრობა.
 

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA