მიმოზა ჯორბენაძე
ხანდაზმულთა ზრუნვისა და მოვლის სერვისების კოორდინატორიმიმოზა ჯორბენაძე არის ხანდაზმულთა ზრუნვისა და მოვლის სერვისების კოორდინატორი - რუხის ხანდაზმულთა ზრუნვის სათემო ცენტრში და შინმოვლის პროგრამაში. იგი პასუხისმგებელია ცენტრის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაციაზე, ბენეფიციართა მოვლის სერვისების ხარისხის უზრუნველყოფაზე, მომვლელთა გუნდის ორგანიზებასა და ზედამხედველობაზე.
მიმოზას აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება ხანდაზმულთა ზრუნვის სფეროში. მისი საქმიანობა მოიცავს ინდივიდუალური საჭიროებების შეფასებას, მოვლის გეგმების განხორციელების მონიტორინგს, ცენტრის შიდა პროცესების ეფექტიან მართვას და ადმინისტრაციასთან მჭიდრო კოორდინაციას. იგი აქტიურად არის ჩართული მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესებასა და ბენეფიციართა კეთილდღეობაზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვაში. მისი გამოცდილება და პრაქტიკული ცოდნა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ხანდაზმულთათის არსებული სერვისების ეფექტიან მიწოდებასა და სერვისების მდგრად განვითარებას.
