გოჩა კვარაცხელია ოჩამჩირიდან დევნილია. ქუთაისში ავეჯის საწარმოს წლებია ამუშავებს. 2017 წელს, პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა დანადგარები და ხელსაწყოები - ხერხის დაზგა, ბურღები, ტექნიკური ფენი, ელექტრო-სახრახნისი, არმატურის საჭრელი, კუთხსახეხი, ბეწვახერხი და სხვა - მიიღო. ამჟამად, წარმატებით აგრძელებს საქმიანობას და თვეში საშუალოდ 20 შეკვეთას ღებულობს.