სილვა ჩალაური - ხურვალეთის დევნილთა დასა...

სილვა ჩალაური - ხურვალეთის დევნილთა დასახლება

სილვა ჩალაური ოჯახთან ერთად ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. მათი ოჯახი დევნილობამდე ქსუისში ცხოვრობდა. თავად სილვა წინაგარადანაა, ის ეთნიკური ოსია. პროექტში ხურვალეთის დევნილთა დასახლებიდან ხელობის ჯგუფში 15 ქალბატონი იყო ჩართული და პროფესიონალი პედაგოგის დახმარებით სხვადასხვა ნივთებს - ყელსაბამები, სამაჯურები, საყურეები, ბრელოკები, სუფრები, ჩანთები, შარფები - ამზადებდნენ. „ჩვენ აქ დასახლებში ერთფეროვანი ცხოვრება გვაქვს, ხელობის გაკვეთილები კი ჩვენი ყოველდღიურობისაგან განსხვავდებოდა, სხვა სამყაროში ვიყავით. ყველას ძალიან გვიხაროდა ჯგუფში სიარული, ვერთობოდით, ვსაუბრობით, ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებდით. გაკვეთილები ისევ რომ დაიწყოს, სიამოვნებით ჩავერთვები“, - ამბობს სილვა ჩალაური.

თბილისი
Tel.: +995 322 944 544
E-mail: pm@chca.org.ge

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

თელავი
Tel.: +995 599 862 298
E-mail: telavi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA