რეგიონალური კონფერენცია - ქ. ქუთაისი

რეგიონალური კონფერენცია - ქ. ქუთაისი

11 ოქტომბერს ქუთაისის განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა რეგიონალური კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების, რესურსცენტრების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებმა. 

კონფერენციაზე განხილული იყო თვითმმართველობებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებაში, საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება და პროექტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები საცხოვრისის სექტორში და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მართვის კუთხით. პანელური დისკუსიის ფორმატში ცენტრი „აფხაზეთის“ წარმომადგენელმა წარადგინა პრეზენტაცია „საცხოვრისის სექტორის რეგულირება საქართველოში - რეკომენდაციები“. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საცხოვრისის სექტორის ძირითადი გამოწვევები და მიღწევები საქართველოში და საერთაშორისო პრაქტიკის საუკეთესო მაგალითები.

პროექტი „HOME - გზად საბინაო სექტორის რეფორმებისკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოში“ ევროკავშირის მხარდაჭერითა და გერმანული ორგანიზაციის „ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO) ხელმძღვანელობით 5 აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში ხორციელდება. თბილისში პროექტის პარტნიორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“. 

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA