სოციალური ტრენინგები - ზუგდიდი

სოციალური ტრენინგები - ზუგდიდი

20-23 ნოემბერს ზუგდიდში, იუსტიციის სახლში, თემაზე „ეფექტური სოციალური და სამუშაოს მოძიების უნარები“ 4 დღიანი ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც 25 ყოფილი მსჯავრდებული და პრობაციონერი დაესწრო. მონაწილეთა ნაწილი შემდგომ ეტაპზე ხელობის გადამზადების ორთვიან კურსებს გაივლის და შესაძლებლობა ექნება საქმიანობის დასაწყებად 400 ევროს მოცულობის გრანტი მიიღოს, ხოლო ნაწილი ბიზნეს ტრენინგებს დაესწრება და წარმატებული ბიზნეს წინადადებების შემუშავების შემდეგ1200 ან 3000 ევროს მოცულობის გრანტს მიიღებს ბიზნესის განსავითარებლად.

ტრენინგები ჩატარდა კამპანიის #გზასაზოგადოებისკენ ფარგლებში, რომელსაც ცენტრი „აფხაზეთი“ არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან ერთად ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით კახეთის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში და თბილისში ახორციელებს.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA