კონფერენცია თბილისში

კონფერენცია თბილისში

„საცხოვრისის პოლიტიკა, მდგრადი მართვის პრაქტიკა, ენერგოეფექტურობა და დაფინანსება: არსებული მდგომარეობა, გამოწვევები, ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებებისა და ხელმისაწვდომი დაფინანსების პერსპექტივები”
 
26 იანვარს, სასტუმრო იოტა თბილისში კონფერენცია „საცხოვრისის პოლიტიკა, მდგრადი მართვის პრაქტიკა, ენერგოეფექტურობა და დაფინანსება“ გაიმართა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება საბინაო სექტორის გადაწყვეტილებების კუთხით. ღონისძიებაზე არასამთავრობო სექტორმა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განიხილეს ისეთი თემები როგორიცაა: საცხოვრისის მართვა, შენობების ენერგოეფექტური მოდერნიზაციის შესაძლებლობები; ენერგოეფექტური სანაცია (რაც საშუალოდ  ენერგიისა და გაზის მომხმარებას 40%-მდე შეამცირებს), ასევე, საცხოვრისის დაპროექტება-მშენებლობა და სხვ.
 
მსგავსი ფორმატის ღონისძიება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შემდეგ ორგანიზებული ერთ-ერთი პირველი ღონისძიებაა, რომელიც საცხოვრისის სექტორს სამოქალაქო საზოგადოების მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენის კუთხით განიხილავს. ევროკავშირის პროექტი ერთდროულად 5 სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება და უზრუნველყოფს საცხოვრისის საკითხებზე  სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის ჩართულობას.
 
კონფერენციის ორგანიზატორები გახლდნენ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო „საქართველო“, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და ახალი ტექნოლოგიების ცენტრი. პროექტი საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით სამი წლის მანძილზე მიმდინარეობდა. ღონისძიება გაიმართა პროექტის “გზად საბინაო სექტორის რეფორმებისკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში“ ფარგლებში.
 
აღნიშნული პროექტი გერმანიასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანაში 2015 წლის იანვრიდან ხორციელდება. პროექტის წამყვანი პარტნიორია გერმანული ორგანიზაცია - ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში (IWO). პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება საბინაო სექტორის გადაწყვეტილებების მიღებაში. პროექტი 2017 წლის 31 იანვარს სრულდება. თბილისში პროექტის პარტნიორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“, ქუთაისში - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, ბათუმში - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.
 
კონფერენციის ამსახველი მეტი სურათი იხილეთ აქ: http://bit.ly/2DVjRwf 

KUTAISI HEAD OFFICE
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: pr@chca.org.ge

TBILISI OFFICE 
Tel.: +995 322 944 544
E-mail: tbilisi@chca.org.ge

BRANCH OFFICE GORI 
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge 

BRANCH OFFICE ZUGDIDI
Tel: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

BRANCH OFFICE BATUMI
Tel: +995 422 227 857
E-mail: batumi@chca.org.ge

BREANCH OFFICE TELAVI
Tel.: +995 599 862 298
E-mail: telavi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA