ფორუმ-თეატრის კვირეული - თელავი / საგურა...

ფორუმ-თეატრის კვირეული - თელავი / საგურამო / გორი

როგორ მოვიქცეთ კონფლიქტის დროს? - ეს გახლდათ ძირითადი კითხვა  28-30 მარტს თელავის, საგურამოსა და გორის ახალგაზრდებთან ჩატარებული ფორუმ-თეატრის კვირეულის დროს. ფორუმ-თეატრზე დასმული კითხვების ძირითადი მიზანი პროექტის ფარგლებში მოზარდებისათვის ტრენინგებზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შეფასება გახლდათ, კერძოდ, კი კონფლიქტის გადაჭრის მართებული გზების ძიება და ქცევის ტიპები კონკრეტული კონფლიქტური სიტუაციების დროს.

ღონისძიების ინიციატორებმა ფორუმ-თეატრის ძირითად თემად სკოლაში მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის არსებული კონფლიქტი შეარჩიეს. სიმულაციურ კონფლიქტში მოზარდები ინტერესით ჩაერთვნენ და გამოსავლის გზების ძიებისას კონფლიქტის დასაძლევად ასერტული მიდგომა აირჩიეს. ასერტული ქცევის დროს ადამიანები პატივს სცემენ საკუთარ თავს და სხვებსაც და საწინააღმდეგო პოზიციაზე მყოფებთან ღია კომუნიკაციას იწყებენ, რაც, საბოლოო ჯამში, კონფლიქტების მსვიდობიანად გადაჭრის საუკეთესო საშუალებაა.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA