ინფო ტური - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი

ინფო ტური - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი

27 აპრილს, ანაკლიაში, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის” ინიციატივით მედიისა და სოციალურ თემებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისათვის ინფო ტური მოეწყო. ტურის მონაწილეებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ უმასპინძლა. ინფო ტურში მონაწილეობა 15 სამოქალაქო სექტორის ლიდერმა და 10 მედია საშუალების ჟურნალისტმა მიიღო. სტუმრებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მიმდინარე პროცესი დაათვალიერეს. ინფო ტურის მიზანი სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება და ადგილობრივი თემის გაძლიერებასა და საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობაზე ერთობლივი ზრუნვა გახლავთ. ინფო ტურში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები სამეგრელო-ზემო სვანეთისა და საქართველოს სხვა რეგიონებში ახორცილებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სოციალ-ეკონომიკურ პროექტებს დევნილი და მასპინძელი თემის, მოწყვლადი ჯგუფების, ახალგაზრდებისა და სხვ. მიმართ, რომელთა დონორები საერთაშორისო, ადგილობრივი თუ სამთავრობო ორგანიზაციები გახლავთ. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აშენდება და განვითარდება ანაკლიის მიმდებარე ტერიტორიაზე. იგი იქნება პირველი ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოში. ანაკლიის პორტის მიმდებარედ განვითარდება ქალაქი ანაკლიაც, რომელიც რეგიონში მნიშვნელოვანი სამეწარმეო და ბიზნეს ცენტრი გახდება. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სოციალურ ეკონომიკური განვითარება და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება გახლავთ. პროექტი: “სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ორგანიზატორი: საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) დონორი: სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU) / ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC) #ჩვენვაშენებთანაკლიას #CHCA #ქსელიპროინტეგრაცია

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA