ეკონომიკური საქმიანობის განსავითარებლად ...

ეკონომიკური საქმიანობის განსავითარებლად მეწარმეებს მატერიალური ფასეულობები გადაეცათ - თელავი

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად" ფარგლებში ქ. თელავში, გაიმართა ყოფილი მსჯავრდებულებისა და პრობაციონერებისათვის მატერიალური ფასეულობების გადაცემის ცერემონია. პროექტის მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა სამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნეს კომპანიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გზით. პროექტის განმახოციელებელი ორგანიზაციები არიან: არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG). ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, აგრეთვე, პროექტის განმახორცილებელი ორაგანიზაციების თანამშრომლები და ბენეფიციარები. 
 
ღონისძიებაზე პროექტის 11 ბენეფიციარს ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად ან განსავითარებლად სხვადასხვა საშუალებები - მანქანა-დანადგარები, ხელსაწყოები, სამუშაო იარაღები და ინვენტარი, წარმოების საშუალებები და სხვა - გადაეცა. თითოეული ბენეფიციარისათვის გადაცემული მატერიალური ფასეულობის ღირებულება 400, 1200 და 3000 ევროს ღირებულების გახლავთ. 
 
პროექტში კახეთის რეგიონიდან 50-მდე ყოფილი მსჯავრდებული და პრობაციონერი იყო ჩართული. თითოეული მონაწილე დაესწრო ოთხდღიან ტრენინგს თემაზე „ეფექტური სოციალური და სამუშაოს მოძიების უნარები”. გარდა ამისა, მონაწილეთა ნაწილმა გაიარა ორთვიანი პროფესიული გადამზადების კურსი და ბიზნესის დასაწყებად მიიღო 400 ევროს მოცულობის ფინანსური მხარდაჭერა მატერიალური ფასეულობის სახით, ხოლო ბენეფიციართა ნაწილმა გაიარა ბიზნეს ტრენინგი და შესაძლებლობა ჰქონდა მიეღო 1200 და 3000 ევროს მოცულობის ფინანსური მხარდაჭერა მატერიალური ფასეულობის სახით  ბიზნესის დასაწყებად ან განსავითარებლად. 
 
პროექტი - „განათლება რეინტეგრაციისათვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად” - შიდა ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის რეგიონში და ქ. თბილისში ხორციელდება. პროექტი 2020 წელს დასრულდება და მასში 300 მსჯავრდებული, ყოფილი მსჯავრდებული და პრობაციონერი მიიღებს სხვადასხვა სახის სარგებელს. პროექტის ფარგლებში გაიხსნება 8 სოციალურ საწარმო. 2018 წლის შემოდგომას კახეთის, შიდა ქართლის, იმერეთის და სამეგრელოს რეგიონებში პროექტში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღების მორიგი ეტაპი დაიწყება

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA