20 ივნისი დევნილთა/ადგილნაცვალ პირთა საე...

20 ივნისი დევნილთა/ადგილნაცვალ პირთა საერთაშორისო დღეა

20 ივნისის ლტოლვილთა/იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო დღეა. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები უკვე მე-18 იმართება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ღონისძიებების მიზანია ლტოლვილთა/იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის და გლობალური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ იძულებით გადაადგილბულ პირთა საერთაშორისო დღეს კვირეულს უძღვნის და დევნილთა მსოფლიო დღეს სხვადასხვა აქტივობებით ეხმაურება. ორგანიზაციის მიზანია საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მიაპყროს დევნილთა პრობლემებსა და საჭიროებებს საქართველოში.

ღონისძიებები:
- 18 ივნისი - რადიო გადაცემა ზუგდიდში
- 19 ივნისი - რადიო გადაცემა ქუთაისში
- 20 ივნისი -კონფერენცია წეროვანის დევნილთა დასახლებაში

ცენტრი „აფხაზეთი“ დევნილებისა და კონფლიქტით დაზარალებული თემების სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ინტეგრაციაზე ადგილობრივ თემთან 23 წელია მუშაობს. "ორგანიზაციის მიღწევები ჩვენი გუნდისათვის არის საფუძველი იმისათვის, რომ მომავალში მეტი სიკეთე მოვუტანოთ მეტ ბენეფიციარს და ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და სტაბილური განვითარების პროცესებს" - ნუკრი მილორავა, ცენტრი "აფხაზეთის" აღმასრულებელი დირექტორი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ანსამბლეამ 20 ივნისი ლტოლვილთა/დევნილთა მსოფლიო დღედ 2000 წლის 4 დეკემბერს გამოაცხადა. 1951 წელს გაეროს კონვენციის საფუძველზე პირველად მოხდა ადგილნაცვალი პირებისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება. 2001 წლის 20 ივნისს, ლტოლვილის სტატუსის მინიჭების 50 წლისთავზე, მთელს მსოფლიოში პირველად ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA