კარლ მისულისი - ცენტრი „აფხაზეთის“ მოხალ...

კარლ მისულისი - ცენტრი „აფხაზეთის“ მოხალისე ამერიკიდან

კარლ მისულისი მშვიდობის კორპუსის მოხალისეა, ის ორ თვეზე მეტია ცენტრი „აფხაზეთის“ ზუგდიდის ოფისში მუშაობს. „საქართველოში აპრილში ჩამოვედი და მშვიდობის კორპუსის სხვა მოხალისეებთან ერთად სამთვიანი მომზადების კურსი გავიარე, რომელიც ქართული ენის შესწავლას და ორგანიზაციულ განვითარებას მოიცავდა. აქ 2020 წლის ივლისამდე დავრჩები.“ კარლ მისულის გამოცდილება ბიზნესისა და კონსალტინგის მიმართულებით აქვს და ორგანიზაციას, სწორედ, ამ მიმართულებით გაუწევს დახმარებას. ის შეაფასებს ორგანიზაციის განვითარების შესაძლებლობებს, იმუშავებს თანამშრომლებთან ერთად განვითარების გეგმის შემუშავებასა და მათ განხორციელებაზე. „უპირველეს ყოვლისა ჩემი მიზანია დავეხმარო CHCA, ასევე, USAID / Zrda პროექტს და სხვა ორგანიზაციებსაც. გარდა ამისა, მინდა მონაწილეობა მივიღო კულტურული გაზიარება/გაცვლის პროცესშიც - აქაურებს მოვუთხრო და ვასწავლო ამერიკის შესახებ, ხოლო ამერიკელებს საქართველოზე. CHCA აქვს მუშაობის დიდი გამოცდილება დევნილებთან და სხვა მოწყვლად ჯგუფებთან და ამ ჯგუფებსაც აქვთ უდიდესი პატივისცემა ორგანიზაციის მიმართ. ჩემი ხედვით, ორგანიზაციას განვითარების ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს და მე მოხარული ვარ რომ ვიქნები ამ ყველაფრის თანამონაწილე. საქართველო არის მზარდი ქვეყანა, გავნითარების უამრავი შესაძლებლოებებით. აქ ჩამოსვლის პირველივე დღიდან ჩვენ საქართველოს მთავრობისა და ხალხისაგან მივიღეთ ძალაინ დადებითი და კეთილგანწყობილი დახვედრა და ბედნიერი ვიქნები იგივე დაგიბრუნოთ უკან“.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA