ახალი შესაძლებლობები ბიზნეს საქმიანობის ...

ახალი შესაძლებლობები ბიზნეს საქმიანობის დამწებთათვის და გამფართოებელთათვის

პროექტი „დევნილი და მასპინძელი თემის გაძლიერება საქართველოში” ხორციელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონსა და აფხაზეთში (გალისა და ოჩამჩირის რაიონი). პროექტს ახორციელებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ და არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის საქართველოს ოფისი აშშ მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით. პროექტის მიზანი გახლავთ მეწარმეობისა და ნდობის აღდგენის მხარდაჭერა იძულებით გადაადგილებული პირების, „დაბრუნებულებისა“ და მასპინძელი თემის წარმომადგენლების თვითკმარობის გაზრდის გზით.

საარსებო წყაროების გასაძლიერებლად, სამეწარმეო შესაძლებლობების და პოტენციალის გასაზრდელად, ბიზნეს საქმიანობის დასაწყებად ან/და გასაფართოებლად გაიცემა ბიზნეს გრანტები.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამეგრელოში მცხოვრებ:
  • იძულებით გადაადგილებულ  პირებს
  • გამყოფი ხაზის სოფლების მოსახლეობას
  • კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას
პროექტი შესაძლებლად მიიჩნევს ჯგუფური განაცხადების დაფინანსებას, ჯგუფის შექმნის აუცილებლობის სათანადო დასაბუთების შემთხვევაში. უპირატესობა მიენიჭება ერთობლივ ბიზნეს ინიციატივებს, რომლებიც ითვალისწინებს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები პირების ჩართულობას.

პროექტი ითვალისწინებს ბენეფიციართა ფულად თანამონაწილობას საერთო ინვესტიციის 5%-ის ოდენობით. გამონაკლის შემთხვევებში გრანტის გაცემაზე გადაწყვეტილების მიმღებს შეუძლია გაანთავისუფლოს ბენეფიციარი აღნიშნული ვალდებულებისაგან.  საგრანტო კონკურსი განხორციელდება 2 ეტაპად. პირველ ეტაპზე გრანტის მიღების მსურველებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ ბიზნეს იდეების კონკურსში. ბიზნეს იდეების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 20 იანვარი. საუკეთესო იდეების ავტორები გაივლიან ბიზნეს გეგმის შედგენის და შესაძლებლობების განვითარების 5 დღიან ტრენინგს. მეორე ეტაპზე ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება წარმოადგინოს სრული ბიზნეს გეგმა. გამარჯვებული ბიზნეს გეგმის ავტორები მიიღებენ მცირე გრანტს საშუალოდ 2000 აშშ დოლარის ოდენობით (მინ. 1000 - მაქს. 3000 აშშ დოლარი).

კონკურსანტებს შეუძლიათ წარმოადგინონ აპლიკაციები, როგორც ბეჭდვითი, ასევე, ელექტრონული ფორმით. ჩამოტვირთეთ აპლიკაციის ელექტრონული ფორმა. შევსებული აპლიკაციები გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: ikochua@yahoo.com ან Lkiria@chca.org.ge

სააპლიკაციო ფორმის შევსებასთან და წარმოდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ თანამშრომლებს - ირაკლი ქოჩუა - 591 44 75 03 / ლაშა ქირია - 579 79 26 77.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA