​მეწარმე ქალები თბილისის ტექნოპარკის შეს...

​მეწარმე ქალები თბილისის ტექნოპარკის შესაძლებლობებს გაეცვნენ

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ ინიციატივით 22 მარტს თბილისის ტექნოპარკში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ზუგდიდსა და აფხაზეთში მომუშავე მეწარმე ქალები დაესწრნენ. შეხვედრას მარიამ ლაშხმა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგელე, უმასპინძლა.

მარიამ ლაშხი: „დღევანელი შეხვედრა ძალიან მნიშვენლოვანია. ჩვენი დაფარვის ზონა ძალიან დიდია და მათ მივაწოდეთ ინფორმაცია სააგენტოს საქმიანობების შესახებ. ჩვენ შევთავაზეთ რუხისა და ზუგდიდის ცენტრში სივრცის უფასოდ დათმობა, სადაც შეხვდებიან ერთმანეთს და პროექტებს დაამუშავებენ. ჩვენ გვაქვს მაღალტექნოლოგიური დანადგარები, 3D პრინტერები, ლაზერული მჭრელები. ჩვენს დანაგდაგარებს უფასოდ გამოვყოფთ მათთვის, რომ კონკრეტული პროდუქტები შექმნან. ასევე, მოვუწოდეთ ინდეტიფიცირება მოახდინონ თავიანთი ლიდერების და მოტივატორების, რომლებიც შემდგომში ინოვაციურ იდეებს შეიმუშავებენ და ჩვენს გუნდთან ერთად დაამუშავებენ; ჩვენ ღია ვართ ინიციატივებისთვის“.

შეხვედრის მონაწილეებმა დაათვალიერეს ტექნოპარკი, გაეცვნენ მეწარეებისათვის და კრეატიული იდების მქონე ახალგაზრდებისთვის მოწყობილ სამუშაო გარემო. მეწარმე ქალებმა შეხვედრაზე ხელით შექმნილი საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს. მათი თქმით, თანამედროვე, მარალტექნოლოგიური დანადგარები მათ დროს და ენერგიას დაუზოგავს და, ასევე, გაზრდის მათი პროდუქციის წარმადობასაც.

შეხვედრა გაიმართა პროექტის „ხელსაქმისა და მეწარმეობის შესწავლით ნდობის აღდგენის ხელშეწყობა “ ფარგლებში, რომელიც ცენტრი „აფხაზეთი“ ჯერმან მარშალის ფონდის შავი ზღვის პროგრამის (The Black Sea Trust for Regional Cooperation, A Project of German Marshall Fund) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში დაფუძნდა სოციალური საწარმოები/სახელოსნოები, სადაც სხვადასხვა ნიშნით მოწყვლადი ახალგაზრდა ქალების ეკონომიკური გაძლიერებისათვის სასწავლო ჯგუფები ჩამოყალიბდა. სახელოსნოებში მსურველ ქალებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ ახალი ხელობა ან განავითარონ უკვე არსებული უნარები.

“ჩვენი პროექტის ფარგლებში გახსნილ სახელოსნოებს ორი ძირითადი დატვირთვა აქვს – ცენტრი „აფხაზეთის“ პირველი ეტაპის გადამზადებული მონაწილეებისათვის სამუშაო გარემოს შექმნა, რათა მათ შეძლონ შემოსავლის მომტანი საქმიანობის წარმოება ანუ კერძო შეკვეთებზე მუშაობა და მეორე, ახლი ხელობის შეძენა/განვითარება ახალი მონაწილეებისათვის”, - ნათია ჭანკვეტაძე, პროექტის მენეჯერი.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA