#16 დაბალი რისკის პენტიტენციურ დაწესებულ...

#16 დაბალი რისკის პენტიტენციურ დაწესებულება

24 ივლისს, #16 დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულებაში, სარეაბილიტაციო პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. 
 
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მსჯავრდებულების მიერ სწავლების პროცესში შესრულებული ხელნაკეთი ნივთები და, ასევე, სასწავლო პროცესის ფარგლებში გადაღებული ფოტოები. ცენტრმა „აფხაზეთმა“ აქტივობები #16 დაწესებულებაში 2017 წლის მაისში დაიწყო (სწავლება ამჟამადაც გრძელდება). ამ ხნის მანძილზე მოხდა ოთხი სხვადასხვა ხელობის (პროფესიული) ჯგუფის - ტყავზე მუშაობა, მინანქარი, ტანსაცმლის კონსტრუირება, ფოტოგრაფია - იმპლემენტაცია. პროფესიონალი პედაგოგების დახმარებით მონაწილეებმა აითვისეს ხელობები, რაც მათ მომავალში საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად შეიმუშაონ და შექმნან სხვადასხვა აქსესუარები და ნივთები. გრადა ამისა, მონაწილეები ჩართულები იყვნენ სოციალური უნარების ტრენინგებში, რომელიც 4 სხვადასხვა თემატიკის ტრენინგ-მოდულს მოიცავდა. #16 დაწესებულებაში 60-ზე მეტი მსჯავრდებულმა მიიღო მონაწილეობა პროექტში. მიღებული გამოცდილება მსჯავრდებულებს დაეხმარება გათავისუფლების შემდეგ ახალ გარემოსთან ადაპტირებაში და ისინი მეტად მომზადებული შეხვდებიან ახალ ცხოვრებას.
 
პროექტის - „განათლება რეინტეგრაციისათვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად” - მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა სამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნეს კომპანიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გზით. პროექტს ახორციელებენ ASB საქართველო, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი. 
 
პროექტი ხორციელდება პენიტენციურ დაწესებულებებში (#16, #5) დ, ასევე, პროექტში ჩართულნი არიან ყოფილი მსჯავრდებულები და პრობაციონერები. პროექტი 2020 წელს დასრულდება და 300 მსჯავრდებული, ყოფილი მსჯავრდებული და პრობაციონერი მიიღებს სხვადასხვა სახის სარგებელს (სოციალური უნარების ტრენინგები, პროფესიული სტაჟირება, ხელობის შესწავლა, ფინანსური მხარდაჭერა მატერიალური სახით ბიზნესის დასაწყებად ან განსავითარებლად). #16 დაწესებულებში ღონისძიების ორგანიზატორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“. 
 
#გზასაზოგადოებისკენ  #ცვლილებებიიწყებაშენით

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA