როგორ ცხოვრობენ დევნილები - წყალტუბო

როგორ ცხოვრობენ დევნილები - წყალტუბო

წყალტუბოში დევნილი მოსახლეობის მაღალი კონტენტრაციაა. სასტუმროებსა თუ სანატორიუმებში 1992-93 წლებში შესახლებულ დევნილთა ნაწილი სახელმწიფომ ახალაშენებულ კორპუსებში გადაიყვანა, თუმცა, ნაწილი ისევ ადგილზე, გაუსაძლის პიროებებში რჩება.  
 
13 ივლისს, ცენტრი „აფხაზეთის“ თანამშრომლები, წყალტუბოში „სამგურალსა“ და „საქართველოს“ ესტუმრნენ. მრავალსართულიან კორპუსებში დევნილებს ბევრი პრობლემა აქვთ - უმუშევრობა; საცხოვრებელი ფართის სიმცირე, ავარიულობა და არახელსაყრელი პირობები; წყლის სისტემისა და სველი წერტილების გაუმართაობა; სოციალურ შემწეობებზე დამოკიდებულება; გადაადგილების საშუალებების არქონა სხვადასხვა პირველადი საჭიროების დაკმაყოფილებისათვის და სხვა. ადგილობრივებისათვის განსაკუთრებით მტკივნეული მრავალსართულიან საცხოვრისებში ლიფტის არქონაა. კორპუსებში, სადაც ხანდაზმული ასაკისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ცხოვრობენ, არ არის ლიფტი და ადამიანები ვერ ახერხებენ ეზოში ჩასვლას, სამედიცინო მომსახურების სრულფასოვნად მიღებას, სოციალური სერვისებით სარგებლობას და სხვა.
 
ნათელა კოპალიანი, 81 წლის / სასტუმრო „საქართველო“:
„12 წელია ქვემოთ არ ჩავსულვარ. ინსულტი დამემართა წლების წინ და გადაადგილება მიჭირს, ცალი ხელ-ფეხი წართმეული მაქვს. შვილები თბილისში ცხოვრობენ, ძალიან ბევრი წამალი მჭირდება, პენსია და სოციალური დახმარება კი ჩემს საჭიროებებს ვერ წვდება. ერთი შვილიშვილი ჩემთან ცხოვრობს და მეხმარება, დაუსაქმებელია. კორონას დროს პირბადე მარტო მე მქონდა და მეხუმრებოდნენ, კი გინდა ბებო შენ სიცოცხლეო. მგონია, რომ თავი ყველას მოვაბეზრე და შევაძულე, ჩემნაირად გაჭირვებული სხვა არავინ მეგულება. კი მინდა სიკვდილი, მაგრამ არ ვკვდები“.
 
დარეჯან ჩხეტია, 74 წლის / სასტუმრო „სამგურალი“:
„აქ მარტო ვარ, შვილი რუსეთში ცოლ-შვილითან ერთად ცხოვრობს და აქ იშვიათად ჩამოდის. ბოლოს სამი წლის წინ იყო, თავადაც ძლივს გააქვს თავი. გადაადგილება ძალიან მიჭირს, განსაკუთრებით ბოლო დროს ავადმყოფობა დამიმძიმდა, სუნთქვაც გამიძნელდა, ლიმფოსტაზი მაქვს და მეორე ჯგუფის შშმპ სტატუსი მომანიჭეს. „სამგურალში“ 1993 წლიდან ვცხოვრობ და აქ ლიფტი არ მახსოვს. მეზობლების იმედად ვარ, პროდუქტი და წამლები მათ მოაქვთ. ეზოში ძალიან იშვიათად ჩავდივარ“.
 
პროექტს - „COVID-19 გავრცელების პრევენცია იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ ცენტრებში” - ცენტრი „აფხაზეთი“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, იმერეთსა და შიდა ქართლში ახორციელებს. პროექტში ჩართულია დევნილთა 100 კოლექტიური ცენტრი. პროექტის ფარგლებში კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებმა დევნილებმა მიიღეს/მიიღებენ სხვადასხვა სახის დახმარებები - ჰიგიენური საშუალებები, პირველადი სასურსათო პროდუქტი და სხვა.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA