CHCA - შეხვედრა საარსებო წყაროების განვი...

CHCA - შეხვედრა საარსებო წყაროების განვითარების ცენტრში (LDC)

14 ივნისს, ქ. ზუგდიდში, ცენტრი „აფხაზეთის“ საარსებო წყაროების განვითარების ცენტრში (LDC) დახურული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ენდრიუ შოფერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აშშ-ის ელჩის მოადგილე და, ასევე, საელჩოს  პოლიტიკური, ეკომონიკური და კულტურული განყოფილებების ხელმძღვანელები.

ბატონი ენდრიუ შოფერი შეეხო ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატსა და მნიშვნელობას, ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში განხილულ საკითხებს, ასევე, საქართველოში არსებულ გამოწვევებს და პესპექტივებს. გარდა ამისა, მისი ინიციატივით შეხვედრაზე განიხილეს კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ჰუმანიტარული და ეკონომიკური მდგომარეობა.  

ნუკრი მილორავამ, ცენტრი „აფხაზთის“ ხელმძღვანელმა, მადლობა გადაუხადა შეხვედრის ინიციატორებს და გამოვიდა ინიციატივით გარკვეული პერიოდულობით მსგავსი ფორმატის შეხვედრების ჩატარების და ინფორმაციის გაცვლის შესახებ. მან, ასევე, ვრცლად ისაუბრა დევნილთა სტრატეგიის განხორციელების მნიშვნელობაზე; ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე; კოლექტიურ ცენტრებში ჩატარებული კვლევის შედეგებზე; დევნილთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ მთავრობაში წარდგენილ რეკომენდაციებზე; ნდობის აღდგენის პროცესის მიმდინარეობაზე და სხვა.

შეხვედრის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ყურადღება გაამახვილეს გალის რაიონში არსებულ ვითარებაზე, კერძოდ, ადამიანის უფლებების საკითხებზე, უსაფრთხო გადაადგილებაზე, ახალგაზრდების განათლების პრობლემებზე და სხვა. 

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA