CHCA უკრაინაში

CHCA უკრაინაში

7-14 ივნისს, უკრაინაში სამუშაო ვიზიტით CHCA -ს დირექტორი ნუკრი მილორავა იმყოფებოდა. მან  უკრაინა-პოლონეთის და უკრაინა-რუმინეთის საზღვრებზე მოქმედი ლტოლვილთა მიმღები პუნქტები მოინახულა. ის არსებული მდგომარეობისა და საჭიროებების გაცნობის მიზნით უკრაინელ ლტოლვილებს და სათემო ორგანიზაციებს შეხვდა. მან ცენტრი „აფხაზეთის“ მოხუცთა თავშესაფრის „ჩემი მორდუ“ სახელით პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებების კომპლექტები გადასცა უკრაინელ მარტოხელა მოხუცებს. 
 ქალაქ კიევში ნ. მილორავამ შეხვდა დევნილთა დახმარების საკითხებზე მომუშავე უკრაინის არასამთვარობო ორგანიზაციებს და სემინარები ჩაატარა უკრაინის კონტექსტისთვის აქტუალურ საკითხებზე: გადაუდებელი  საჭიროებების იდენტიფიცირება, დახმარების ეფექტური ფორმები, თემის ჩართულობა, უსაფრთხოების ზომები, კოორდინაცია, ჰუმანიტარული პრინციპები და სხვა. გამართული დისკუსიისა და დაკვირვების საფუძველზე დაიგეგმა უკრაინული NGO-ების შესაძლებლობების გაძლიერების კომპლექსური ღონისძიებები. 
ნ. მილორავამ შეხვედრა გამართა უკრაინის რეგიონალური განვითარებისა და საბინაო კეთილმოწყობის სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორ რუსლან კალინინთან და  განიხილა ომით დაზარალებული ადამიანების განსახლების, დასაქმებისა და ინტეგრაციის საკითხები. შედგა შეთანხმება, რომ საარსებო წყაროების უზრუნველყოფის თემაზე ჩატარდება ექსპერტული ჯგუფის შეხვედრები და CHCA-ს გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავდება  საპილოტე პროგრამა.  
CHCA მომავალშიც გააგრძელებს რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარებას და მის საქმიანობაში დაეფუძნება დევნილებთან მუშაობის 25 წლიან  გამოცდილებას და ექსპერტიზას.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA