შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში

შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში

27 ივნისს, პროექტის “ენერგოეფექტური მიდგომების მხარდაჭერა  სოციალური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში“ ფარგლებში,  გაიმართა შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან, ნიკა ღვინიაშვილსა და ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსი სპეციალისტთან, ნიკა კარელიძესთან. 
შეხვედრის ფარგლებში, პროექტის კოორდინატორმა მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს გააცნო პროექტის ფარგლებში რეგიონში განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობები. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები ენერგოეფექტური მიდგომების დანერგვისა და განახლებადი ენერგიების წყაროებიდან ენერგიის მიღების შესახებ, არსებული გამოწვევები ამ კუთხით და მათი გადაჭრის გზები. მხარეები თანხმდებიან საკითხის აქტუალურობაზე და მზაობას გამოთქვამენ ითანამშრომლონ.
პროექტი “ენერგოეფექტური მიდგომების მხარდაჭერა  სოციალური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში“  საქართველოს სამ რეგიონში, მათ შორის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მიმდინარეობს. პროექტი ხორციელდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის (GEF SGP) ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც საქართველოში ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA