ა) არ არიან დასაქმებული და/ან არ აქვთ პროფესია;
ბ) დაინტერესებულნი არიან მიიღონ პროფესიული განათლება და
გაიარონ სტაჟირება;
გ) აქვთ დევნილის სტატუსი
აპლიკაციის საფუძველზე შერჩეულ ქალებსა და ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ორდღიანი ტრენინგები უნარების განვითარებისთვის, თემებზე:
- განაცხადის შედგენა, ბიუჯეტი, ფულადი სახსრების მოძრაობა, მოგება-ზარალის ანგარიში;
- გადასახადები;
- მარკეტინგი;
- ონლაინ სისტემაში წინადადებების შედგენა და წარდგენა.
ბიზნეს ტრენინგების დასრულების შემდეგ, CHCA წაახალისებს კანდიდატებს, წარადგინონ თავიანთი ინიციატივები ონლაინ სისტემის მეშვეობით CHCA-ს საარსებო წყაროს განვითარების ცენტრის ვებპორტალზე - livelihood.center. გრანტის მიმღებთა შერჩევის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას საგრანტო შესარჩევი კომიტეტი მიიღებს. გამარჯვებულებს 500 აშშ დოლარის ოდენობის გრანტები გადაეცემათ. გარდა ამისა, გრანტის მიმღებებს გაეწევათ მენტორინგი და ქოუჩინგი.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 15 თებერვალი
სარეგისტრაციო ბმული იხილეთ: http://bit.ly/40RMNNB