ამხანაგობების შექმნა და განვით...

ამხანაგობების შექმნა და განვითარება დევნილთა დასახლებებში

პროექტის სახელწოდება: ამხანაგობების შექმნა და განვითარება დევნილთა დასახლებებში
მიზანი: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და მოვლა-ექსპლუატაციის ჯგუფების ჩამოყალიბება და გადამზადება; სამიზნე მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაზრდა. 
განხორციელების პერიოდი: იანვარი 2015 – ივლისი 2015
მიღწეული შედეგები: ბინათმესაკუთრეთა 3 ამხანაგობისა და მოვლა-ექსპლუატაციის 3 ჯგუფის ჩამოყალიბება, მათი ცოდნის ამაღლება და შესაძლებლობების განვითარება; ამხანაგობების უზრუნველყოფა სამშენებლო იარაღების კომპლექტებით; თვითმმართველობის წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება.
მოქმედების არეალი: იმერეთი (ქუთაისი), სამცხე-ჯავახეთი (ბორჯომი) და შიდა ქართლი (კასპი)
სამიზნე ჯგუფი: იძულებით გადაადგილებული პირები
ბენეფიციართა რაოდენობა: 240 ოჯახი (840 ადამიანი)
დონორი: ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა / აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (NEO/USAID)

თეონა ბუკია - ბორჯომი
თეონა ბუკია ბორჯომში დევნილთა ახალ რეაბილიტირებულ კორპუსში ცხოვრობს. ცენტრი „აფხაზეთის“ დახმარებით 2015 წელს დაფუძნებულმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ ის ერთი წლის ვადით თავმჯდომარედ აირჩია. „თავმჯდომარის რანგში ჩვენთან არსებული პრობლემის მოგვარება უკვე მოვახერხე. ბინების მიღებიდან 6 თვეში ახალმა რემონტმა გაფუჭება დაიწყო. ტრენინგებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კი ჩემთვის მარტივი გახდა სამშენებლო კომპანიასთან თანამშრომლობა და კორპუსში არსებული დაზიანებული ადგილების გამოსწორება“, - ამბობს ის. ამხანაგობას საერთო ფონდი აქვს, სადაც თანხები მოვლა-ექსპლუატაციის ჯგუფისათვის საჩუქრად გადაცემული სამუშაო იარაღების გაქირავებიდან შემოსული თანხითა და საწევროებით გროვდება. ამხანაგობამ ფონდში დაგროვებული ფულით სადარბაზოში ნათურების გამოცვლა და ეზოს სკამების შეღებვა მოახერხა.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 322 944 544
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA