იძულებით გადაადგილებულ პირთა ს...

იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების გზით

პროექტის სახელი: იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების გზით
პროექტის მიზანი: თანამონაწილეობითი გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხელშეწყობა ფოთის, წყალტუბოს, ქუთაისისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური და პოლიტიკური ინტეგრაციის მიზნით
პროექტის სამიზნე ჯგუფები: დევნილთა დასახლებებში მცხოვრები ადამიანები
პროექტის აქტივობები: 
• იძულებით გადაადგილებულ პირთა სათემო ორგანიზაციებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ქსელის შესაძლებლობების შეფასება მათი წევრების გაძლიერების თვალსაზრისით არსებული საჭიროებების გამოსავლენად
• სათემო ორგანიზაციებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ქსელის შესაძლებლობების გაძლიერება პრობლემების გამოვლენისა და პრიორიტეტიზაციის და მედიასთან თანამშრომლობის მიმართულებით
• საკონსულტაციო კომიტეტების შექმნა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა ქსელის წარმომადგენელთა ინტერესების დაცვის მიზნით
• ადგილობრივ მედია საშუალებებთან პარტნიორობის ჩამოყალიბება იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციის პრობლემებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და პროექტით გათვალისწინებული ადვოკატირების კამპანიების ხელშეწყობის მიზნით
• დასკვნითი ღონისძიების ორგანიზება პროექტის შედეგებისა და სამომავლო გეგმების წარსადგენად, სხვადახვა დაინტერესებული მხარის, მათ შორის, ხელისუფლების, ბიზნეს ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით
მოსალოდნელი შედეგები: იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის დამაბრკოლებელი ფაქტორები დაძლეულია თანამონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების გზით
დონორი: ევროპის ფონდი
პროექტი ხორციელდება ევროპის ფონდის დაფინანსებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში.განმახორციელებელი ორგანიზაცია: 
პროექტის არეალი: ქუთაისი, წყალტუბო, სენაკი და ფოთი.
განხორციელების პერიოდი: დეკემბერი 2017 - ნოემბერი 2018

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA