COVID-19 გავრცელების პრევენცია...

COVID-19 გავრცელების პრევენცია იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ ცენტრებში

მიზანი: 
კორონავირუსის საფრთხეებისა და პრევენციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერა, მათ შორის ფსიქო-სოციალური და სხვა ტიპის დახმარების მეშვეობით. პროექტი ასევე უწყობს ხელს სახელმწიფო და არასამთავრობო მოთამაშეების საქმიანობის კოორდინირებასა და მათ შორის თანამშრომლობას.     
განხორციელების პერიოდი: 
აპრილი - სექტემბერი, 2020
ამოცანები:
  • იძულებით გადაადგილებულ პირთა შერჩეული დასახლებებისა და კოლექტიური ცენტრების შეფასება.
  • საინფორმაციო და საკომუნიკაციო საქმიანობა და ადვოკატირება.
  • იძულებით გადაადგილებულ პირთათვის კონკრეტული სერვისებისა და დახმარების მიწოდება. 
მოსალოდნელი შედეგები:
  • იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებების შესწავლა და გააზრება კორონავირუსის პანდემიის პირობებში.
  • იძულებით გადაადგილებულ პირთა ინფორმირებულობის გაზრდა კორონავირუსის საფრთხეებისა და პრევენციის შესახებ.
  • იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ ცენტრებში სანიტარული და საყოფაცხოვრებო მდგომარეობის გაუმჯობესება და მაღალი რისკის მქონე ჯგუფების, მათ შორის, ხანდაზმულებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანების უშუალო დახმარება.
მოქმედების არეალი: 
შიდა ქართლი, იმერეთი და სამეგრელო.
სამიზნე ჯგუფი: 
დევნილთა კოლექტიურ ცენტრში მცხოვრები ადამიანები
დონორი: 
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA