მულტიფუნქციური სერვისცენტრი „ჩ...

მულტიფუნქციური სერვისცენტრი „ჩემი მორდუ“

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი” რუხში 2021 წლიდან ოპერირებს მულტიფუნქციურ სათემო ცენტრს „ჩემი მორდუ“.

სოფელი რუხი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ა/რ გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელია და ცენტრის სერვისებით სარგებლობს აფაზეთიდან გადმოსული მოქალაქეებც. ტრანსფორმაციის ფაზაში შესაძლებელია პროექტის რე-აპლიკაცია გალსა და ოჩამჩირეში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესს.
 
ბენეფიციართა რაოდენობა
100
სამიზნე ჯგუფი
განსაკუთრებული საჭიროების მქონე ხანდაზმულები, შშმ ბავშვები, სოციალური საჭიროების მქონე მოქალაქეები
სამიზნე რეგიონი
სამეგრელო, აფხაზეთის ა/რ
დონორი
  • საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA)
  • გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის მთავრობა
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
  • ავსტრიის განვითარების კოოპერაცია (ADC)
 
ნუკრი მილორავა, CHCA-ის აღმასრულებელი დირექტორი
„ჩემი მორდუ“ ხანდაზმულებს მულტიპროფილურ სერვისს შესთავაზებს, როგორიცაა დღის ცენტრის მომსახურება, შინმოვლის სერვისი და 24-საათიანი მზრუნველობის გაწევა მიუსაფარი ხანდაზმულებისათვის. ეს იქნება სივრცე, სადაც თავშესაფრისა და მზრუნველობის გარეშე დარჩენილი 100 ბენეფიციარი სხვადასხვა სახის მომსახურებას მიიღებს“
 
გიორგი შენგელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი
„რუხში არსებული შენობა, საინვესტიციო ვალდებულებით, აღნაგობის უფლებით, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთს“ გადაეცა, სადაც ისინი ნახევარ მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებენ“

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA