24 ოქტომბერს ზუგდიდში ახალგაზრდა ქალების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენაზე გამოტანილი იყო პროექტის მონაწილეების მიერ სამი თვის მანძილზე ზუგდიდსა და სოხუმში შექმნილი ნამუშევრები. ახალგაზრდა ქალები გალიდან ზუგდიდსა და სოხუმში ცენტრი "აფხაზეთის" პროექტის ფარგლებში დაფუძნებულ სახელოსნოებში სხვადასხვა ხელსაქმის სწავლობდნენ.
ცენტრი „აფხაზეთი“ მუშაობს არაფორმალურ განათლებაზე და ხელს უწყობს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას.ორგანიზაციის მთავარი მისიაა კონფლიქტით დაზარალებული პირების დაკავშირება ერთმანეთთან და მათ შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობა.