მარტში ცენტრი „აფხაზეთის“ გორის, ქუთაისის და ზუგდიდის ოფისებში შეხვედრები ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი და სამეგრელოს დევნილი და ადგილობრივი თემის ლიდერებმა. შეხვედრაზე თემის ლიდერებმა მიიღეს ინფორმაცია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ, თავად კი ისაუბრეს თავიან თემში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე.
პროექტი „დევნილი თემი - ახალი ხედვა და რესურსი“ ხორციელდება ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს 4 რეგიონში. პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდება სათემო ორგანიზაციათა ქსელი, ასევე, ჩატარდება მედია ადვოკატირების კამპანიები, განხორციელდება სოციალური პროექტები და სხვ.