"არავინ დატოვო ყურადღების მიღმა"

"არავინ დატოვო ყურადღების მიღმა"

გრძელდება "არავინ დატოვო ყურადღების მიღმა" (LNOB)-ს ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები.

15 აპრილს, პროექტის - “მოწყვლადი და მარგინალიზებული თემების ინკლუზიის მშენებლობა საქართველოში “ ფარგლებში,  გორის მუნიციპალიტეტში გაიმართა ტრენინგი თემაზე „მოქალაქეთა ჩართულობის მოდელები “, ხოლო 24 აპრილს Zoom პლატფორმის მეშვეობით ჩატარდა შეხვედრა „მონაცემთა შეგროვება და ანალიზი “.

აქტივობის მთავარ მიზანს წარმოადგენს რეგიონალური ორგანიზაციების გაძლიერება და დაგეგმილია ჯამში 10 ტრენინგის ჩატარება. ტრენინგებს უზრუნველყოფს ორგანიზაცია DEPA Consulting.

ტრენინგი ჩატარდა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის, და ჩართული იყო 22 მონაწილე. მათ საშუალება მიეცათ ინფორმაცია მიეღოთ ორგანიზაციის ინსტიტუციურ გაძლიერებასა და მართვისთვის საჭირო მექანიზმებზე.

პროექტს "საქართველოში მოწყვლადი და მარგინალიზებული თემების ინკლუზიის მშენებლობა" ახორციელებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი - "აფხაზეთი" (CHCA), Arbeiter-Samariter-Bund Georgia (ASB Georgia) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან (EDEC) ერთად,  გაეროს დემოკრატიის ფონდის (UNDEF) ფინანსური მხარდაჭერით.

აღსაღნიშნავია რომ პროექტის მიზანია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, სოციალური საჭიროებისა და  სერვისების შეფასება საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში, კერძოდ: წყალტუბოში, ხონში, ამბროლაურში, გორში, ქარელში, მცხეთაში, თეთრიწყაროში, ზუგდიდში, ჩხოროწყუსა და გალში.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA