19 დეკემბერს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს თანამშრომლებმა CHCA პროექტების მენეჯერთან და მკვლევართან ერთად განიხილეს პროექტის ფარგლებში მომზადებული კვლევა.
პროექტის მიზანს წარმოადგენს: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების ობიექტებში საერთო ქონების მართვის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება და დევნილთა საზოგადოებრივი ინტეგრაციის გაზრდა.