მედი ტური - გორი

მედი ტური - გორი

9 დეკემბერს გორის მუნიციპალიტეტის კოტეჯური ტიპის დევნილთა დასახლებებში მედია ტური მოეწყო. ჟურნალისტები დევნილთა სამ დასახლებას (ვერხვების დევნილთა დასახლება, სკრის დევნილთა დასახლება, კარალეთის დევნილთა დასახლება) ესტუმრნენ და თავად თემის წარმომადგენლებისაგან მოისმინეს ადგილზე არსებული პრობლემები

პროექტის ფარგლებში შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში მდებარე დევნილთა დასახლებებში (კოლექტიურ ცენტრები და კოტეჯური ტიპის დასახლებები) პირველადი გამოკითხვისადა მომდევნო ეტაპზე ჩატარებული ტრენინგების დროს თავად დევნილებმა დაასახელეს ადგილზე არსებული სხვადასხვა პრობლემები. შემდგომ ეტაპზე კი ადვოკატირების კამპანიისათვის 2 ძირითადი პრობლემა შეარჩიეს და მათ გადასაჭრელად ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებისა და მრგვალი მაგიდის სხდომების გამართვა დაიწყეს. პროექტის მიზანი დევნილი თემების ცოდნის ამაღლება, უნარ-ჩვევების განვითარება და ჩართულობის გაზრდა გახლავთ, რაც გულისხმობს წარმატებული ადვოკატირების პროცესის ჩატარებას დევნილთა თემში არსებული სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად.

საინფორმაციო მედია ტური გაიმართა პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისაკენ” ფარგლებში, რომელსაც ცენტრი „აფხაზეთი“ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდის (CISU) ფინანსური ხელშეწყობითა და ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) პარტნიორობით შიდა ქართლში ახორციელებს. პროექტი 20 ლოკაციას მოიცავს და 2018 წლის თებერვალში დასრულდება.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA