„მიჯაჭულობის თეორია“ - ტრენინგი თბილისში

„მიჯაჭულობის თეორია“ - ტრენინგი თბილისში

21 თებერვალს „საქართველოს კარიტასის“ ოფისში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „მიჯაჭულობის თეორია“. ტრენინგების ციკლი მცირე საოჯახო სახლის და კრიზისული ცენტრების 18 აღმზრდელისათვის, რომელსაც მცირე საოჯახო სახლების სერვისის მიმწოდებელთა ასოციაცია ატარებს, 19 თებერვალს თბილისში დაიწყო. ორგანიზაცია საქართველოში მცირე საოჯახო სახლების სერვისის მიმწოდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს აერთიანებს, მათ შორის გახლავთ საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთს“.

ტრენინგების მთლიანი ციკლი მრავალ თემას მოიცავს და 15 დღე გაგრძელდება. ტრენინგების კურსი შესაბამისობაშია სახელმწიფოს მიერ სტანდარტით გათვალისწინებულ თემებთან, რომელიც სავალდებულოა მცირე საოჯახო სახლებში მოზარდებთან მომუშავე აღმზრდელთათვის. ტრენინგებს თავად მცირე საოჯახო სახლების სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები ატარებენ. ცენტრი „აფხაზეთი“ ორ თემაზე წაიკითხავ სემინარებს - მიჯაჭულობის თეორია და მომსახურების სტანდარტით გათვალისწინებული ფორმების შევსების სპეციფიკა.

ტრენინგები 19 თებერვალს დაიწყო და 22 მარტს დასრულდება. ტრენინგების მასპინძელია „საქართველოს კარიტასი“.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA