პრობლემების გამოვლენა და პრიორიტეტიზაცია...

პრობლემების გამოვლენა და პრიორიტეტიზაცია - ტრენინგი ფოთში

8-9 მარტს ფოთში დევნილი თემის წარმომადგენლებისათვის თემაზე „პრობლემების გამოვლენა და პრიორიტეტიზაცია“ ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც ფოთსა და სენაკში მცხოვრები აქტიური ჯგუფების წარმომადგენლები დაესწრნენ. ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეებმა მცირე სამუშაო ჯგუფებში იმუშავეს და წარმოადგინეს თემში არსებული სხვადასხვა პრიორიტეტული პრობლემური საკითხები. გარდა ამისა, არსებული თითოეული პრობლემა დაყვეს პრიორიტეტების მიხედვით და მოახდინეს მათი რანჟირება.

დევნილი თემის მხრიდან თემში არსებული ძირითადი პრობლემის განსაზღვრა მნიშვნელოვანია, ვინაიდან, პროექტის ფარგლებში მათი აქტიური ჩართულობით შერჩეული პრობლემის გარშემო ჩატარდება ადვოკატირების კამპანია, მრგვალი მაგიდის სხდომები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები და სხვ. ადგილზე არსებული პრობლემის დადებითად მოგვარების მიზნით.

პროექტს „იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია მონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების გზით“ ცენტრი „აფხაზეთი“ ევროპის ფონდის დაფინანსებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში ქუთაისში, წყალტუბოში, სენაკსა და ფოთში ახორციელებს. აღნიშნულ თემაზე ორდღიანი ტრენინგი ქუთაისისა და წყალტუბოს დევნილი თემის წარმომადგენლებისათვის 15-16 მარტს ჩატარდება. პროექტი 2018 წლის ნოემბერში დასრულდება.

მეტი სურათი იხილეთ აქ http://bit.ly/2FsPzTf 

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA