ცენტრი „აფხაზეთი“ აგრძელებს კანონთან კონ...

ცენტრი „აფხაზეთი“ აგრძელებს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების მხარდაჭერას

სასჯელაღსრულების #16 პენიტენციურ დაწესებულებაში 16-მა მსჯავრდებულმა 2017 წლის სექტემბერ-დეკემბერში 4 თვიანი სახელობო კურსი - „ხელნაკეთი ნივთებისა და ტყავის აქსესუარების ხელოსანი“ - გაიარა. კურსის მონაწილეებმა პროფესიონალურ დონეზე აითვისეს ტყავზე მუშაობის ხელობა, რაც მათ მომავალში საშუალებას მისცემს შეიმუშაონ როგორც დიზაინი, ისე დამოუკიდებლად დაამზადონ ტყავისაგან სხვადასხვა აქსესუარები. გარდა ამისა, მონაწილეებმა გაიარეს სოციალური ტრენინგების პაკეტი, რომელიც 4 სხვადასხვა თემატიკის ტრენინგ-მოდულს მოიცავს. სოციალური ტრენინგები დაეხმარება მსჯავრდებულებს გათავისუფლების შემდეგ ახალ გარემოსთან ადაპტირებაში და ისინი მეტად მომზადებული შეხვდებიან ახალ ცხოვრებას. #16 დაწესებულებაში მორიგი სახელობო ჯგუფში სწავლება მარტში დაიწყება. პროცესში 12 მსჯავრდებული ჩაერთვება და 4 თვის მანძილზე ტიხრული მინანქრის ხელობას დაეუფლება. მონაწილეებს საშუალება ექნებათ ისწავლონ მინანქარზე მუშაობის სხვადასხვა ტექნიკები და, ასევე, პედაგოგის დახმარებით რამდენიმე ნამუშევრის შესაძლებლობაც მიეცემათ.

სასჯელაღსრულების #16 და #5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებებში საერთო ჯამში 76 ბენეფიციარი გაივლის სოციალური უნარების ტრენინგებს და, ხოლო 50 გადამზადების კურსს სხვადასხვა ხელობებში. პროექტი „განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“ 2020 წლამდე გაგრძელდება და 300 მსჯავრდებული, ყოფილი მსჯავრდებული და პრობაციონერი მიიღებს სხვადასხვა სახის სარგებელს, მათ შორის არის -  სოციალური უნარების ტრენინგები, ბიზნეს ტრენინგები, სტაჟირება, პროფესიული სწავლება, ფინანსური დახმარება ინვენტარის, ხელსაწყო-დანადგარების და სხვა ძირითადი საშუალებების გადაცემის გზით.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი შიდა ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის რეგიონში და ქ. თბილისში მიმდინარეობს. პროექტს ახორციელებს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ (CHCA) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) ერთად.

European Union in Georgia
ASB Georgia
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი 
#ცვლილებებიიწყებაშენით #EU4Justice #EU4Georgia

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA