„ჰაუსმასტერი (მმართველი) - აუცილებელი უნ...

„ჰაუსმასტერი (მმართველი) - აუცილებელი უნარები და პასუხისმგებლობები”

1 ნოემბერს ქუთაისში დაიწყო 3 დღიანი ტრენინგი თემაზე "ჰაუსმასტერი - აუცილებელი უნარები და პასუხისმგებლობები", რომელსაც გერმანელი სპეციალისტები უძღვებიან. ტრენინგის თემატიკა მთლიანად ემყარება გერმანიაში დამკვიდრებული „ჰაუსმასტერის“ წარმატებული გამოცდილების გაზიარებას იმერეთის რეგიონში. ტრენინგებს დევნილთა დასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდები ესწრებიან, რომლებსაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ თავიანთი საცხოვრისების განვითარებაში.

ტრენინგი მოიცავს მრავალ ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც აუცილებელია საცხოვრისების გამართული ფუნქციონირებისათვის, კერძოდ:
  • საცხოვრისის უზრუნველყოფის კომპონენტები
  • სასმელი წყლის სისტემის ინსტალაცია
  • გათბობის სისტემის ელემენტები და სითბოს დაგროვების ტექნოლოგია
  • მზის თერმული პროცესი წყლისა და გათბობის ხელშეწყობისთვის
  • ჰიდრავლიკური ბალანსი
  • ელექტროინსტალაცია და ხანძრისგან დაცვა
  • უსაფრთხოების ვალდებულების საფუძვლები
  • გარე პერიმეტრი ნაგებობა – გარეთ და ნაგებობა – შიგნით)
  • ინსპექტირება და გუნდური სამუშაო ვალდებულებები
ტრენინგი ტარდება პროექტის „ჩემი სახლის მმართველი - ჩემი მომავლის მმართველი!“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V), „ევროპის საგანმანათლებლო ცენტრი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და უძრავი ქონებისათვის“ (EBZ), საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) და განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს. პროექტის მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. პროექტი მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების გადამზადებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკითხებზე და გერმანული გამოცდილების საფუძველზე მოამზადებს „ჰაუზმასტერებს“ დევნილთა ჩასახლებებისათვის. პროექტის 8 საუკეთესო მონაწილე სასწავლო ვიზიტით გაემგზავრება გერმანიაში, სადაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მუშაობის სპეციფიკასა და ადგილობრივ კანონმდებლობას გაეცნობიან.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA