იმერეთის რეგიონში მეწარმეებმა მატერიალურ...

იმერეთის რეგიონში მეწარმეებმა მატერიალური ფასეულობების მიიღეს

22 ნოემბერში ქ. ქუთაისში მეწარმეებისათვის მატერიალური ფასეულობების გადაცემის ცერემონია გაიმართა. პროექტის მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა სამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნეს

კომპანიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გზით. ღონისძიებაზე პროექტის 34 გამარჯვებულ მონაწილეს ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად ან განსავითარებლად სხვადასხვა საშუალებები - მანქანა-დანადგარები, ხელსაწყოები, სამუშაო იარაღები და ინვენტარი, წარმოების საშუალებები და სხვა - გადაეცა. თითოეული ბენეფიციარისათვის გადაცემული მატერიალური ფასეულობის ღირებულება 400, 1200 და 3000 ევროს ღირებულების გახლავთ.
 
პროექტის ფარგლებში, 123,600 ევროს ღირებულების მატერიალურ-ტექნიკური დახმარება მიიღო 142-მა ბენეფიციარმა. ბიზნესში დასაქმებულ და თვითდასაქმებულ ბენეფიციართა რაოდენობა შეადგენს 151 ადამიანს. ასევე, დაფინანსდა 8 სოციალური საწარმო, სადაც დასაქმებულია 20-ზე მეტი კანონთან კონფლიქტში მყოფი პირი. გარდა ამისა, პროექტის 450-ზე მეტმა მონაწილემ მიიღო ფსიქოლოგის კონსულტაცია, 350 დაესწრო ტრენინგს სოციალურ/სამუშაოს მოძიების უნარებზე, 171 გაიარა ტრენინგი ბიზნეს უნარების განვითარებაზე, 154-მა მსჯავრდებული, ყოფილი მსჯავრდებული და პრობაციონერი გადამზადდა 30 სხვადასხვა პროფესიაში.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA