პროექტი ზრდა საქართველოში წარმატებით აგრ...

პროექტი ზრდა საქართველოში წარმატებით აგრძელებს საქმიანობას

უპროცენტო სესხის კომიტეტის სხდომა
27 დეკემბერს უპროცენტო სესხის კომიტეტმა სამეგრელოსა და შიდა ქართლში მცხოვრები მეწარმეების 40-მდე ბიზნეს წინადადება განიხილა. მათ შორის, 26 ბიზნეს შემოთავაზების ავტორმა კომიტეტის გადაწყვეტილებით 2,500 - 5,000 ლარის ოდენობის უპროცენტო სესხი მიიღეს ბიზნესის განსავითარებლად.

ფატმან ხვინგიას ისტორია
საოჯახო სასტუმრო ზუგდიდში
ფატმან ხვინგია  საოჯახო სასტუმროს ბიზნესში 5 წელია ჩართულია. 2019 წლის სექტემბერში მან 4.000 ლარის ოდენობის უპროცენტო სესხი მიიღო და თანხა სასტუმროს სველი წერტილების შესაკეთებლად გამოიყენა. საოჯახო სასტუმრო ქალაქის ცენტრში, ბოტანიკური ბაღის სიახლოვეს მდებარეობს და ყველა სეზონზე კლიენტების სიუხვით გამოირჩევა. გარდა სტანდარტული ნომრებისა,  სასტუმრო უზრუნველყოფილია ერთი ლუქს-ნომერით გრძელვადიანი მომხმარებლებისათვის. ამჟამად, ფატმან ხვინგია წარმატებით აგრძელებს მუშაობას და ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი" USAID Zrda -ს პარტნიორია სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის რეგიონში. პროექტის ფარგლებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/სამაჩაბლოს გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრებ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ 5,000 ლარამდე მოცულობის უპროცენტო სესხი.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA