ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დ...

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი CHCA-ს ეწვია

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი 29 აპრილს ზუგდიდში საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთს“ ეწვია. შეხვედრა ამერიკის ელჩთან ორგანიზაციის წარმომადგენლებისა და ბენეფიციარების მონაწილეობით საარსებო წყაროების განვითარების ცენტრში (LDC) გაიმართა, რომელიც ამერიკის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში 2019-2020 წ. დაფუძნდა.
 
კელი დეგნანმა USAID და BPRM პროექტის მონაწილეებსაგან მოისმინა ინფორმაცია რეგიონში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, კერძოდ: კონფლიქტით დაზარალებული თემის უსაფრთხოების საკითხები, ჰუმანიტარული და ეკონომიკური ვითარება კორონავირუსის პანდემიის ფონზე, აფხაზეთის ა/რ გამყოფი ხაზის გადაკვეთისას გამოწვეული წინაღობები/პრობლემები და სხვა. ამასთან, შეხვედრის მონაწილე დევნილი თემის ლიდერებმა ისაუბრეს კოლექტიურ ცენტრებში პანდემიით გამოწვეულ ჰუმანიტარულ, სოციალურ თუ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე.
 
გარდა ამისა, კელი დეგნანი შეხვდა სამეგრელოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს და ხელმძღვანელებს.
 

ნუკრი მილრავა, აღმასრულებელი დირექტორი, ცენტრი „აფხაზეთი“ :

„ჩვენ ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქალბატონ კელი დეგნანს მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაცია რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. მოგეხსენებათ, პრობლემები დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ თემში და ზოგადად საზოგადოებაში ბევრია, თუმცა, ჩვენ რამდენიმე საკითხზე გავამახვილეთ ყურადღება - დასაქმებითა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა, სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა, დევნილთა განსახლება და კოლექტიურ ცენტრებში არსებული სოციალური მდგომარეობა. ჩვენმა ორგანიზაციამ 2020 წელს დევნილთა 100 კოლექტიურ ცენტრში კვლევა ჩაატარა და ამჟამად ხელთ გვაქვს ყველა ის მონაცემი/ინფორმაცია, რომელიც დევნილ თემს აწუხებს; ვიცით ყველა მათი საჭიროება, ვიცით თუ რა მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ გარეოში უწევთ დევნილებს ჯერ კიდევ ცხოვრება. მე კვლევა (მაღალი რისკის ჯგუფების საჭიროებათა კვლევა COVID-19-ის პანდემიის დროს ) გადავეცი ქალბატონ კელი დაგნანს და შეხვედრის ყველა მონაწილეს. მე მივიღე პირობა, რომ ის ძალისხმევას არ დაიშურებს და მაქსიმალურ ყურადღებას მიაქცევს აღნიშნული პრობლემების მოგვარებას“.

მეტი ფოტო იხილეთ აქ

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA