ე.წ. ვექტორულ დასახლებაში მცხოვრების დევ...

ე.წ. ვექტორულ დასახლებაში მცხოვრების დევნილების შესახებ

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ზუგდიდში მდებარე, ე.წ. ვექტორის დასახლების, როგორც ნგრევადისა და სიცოცხლისათვის საშიში ობიექტის დახურვისა და იქ მცხოვრები დევნილი ოჯახებისათვის ალტერნატიული საცხოვრებელი ბინების გადაცემის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააგენტოს ხელმძღვანელობამ უკვე გააცნო შენობაში მაცხოვრებელ დევნილებს.
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ აღნიშნულ დასახლებაში მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტებს დევნილთა საარსებო წყაროების გასაუმჯობესებლად. 2020 წლის მარტში COVID-19-ის პანდემიის გამოცხადებისთანავე ცენტრმა „აფხაზეთმა“ დასახლებაში მცხოვრებ დევნილთა საჭიროებებს, გაეროს განვითარების ფონდისა (UNDP) და სხვა პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, მყისიერად უპასუხა და დაიწყო ჰიგიენური და სანიტარული პირობების გაუმჯობესება და ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.
ამასთანავე, დევნილთა ე.წ. ვექტორის დასახლებაში, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიერ გამოკვეთილი მოწყვლადი ოჯახებისათვის მოხდა პირველადი საკვები პროდუქტების გადაცემა. ასევე, ამოქმედდა შინმოვლის სერვისი, რომელიც მიზნად ისახავდა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევასა და ხადაზმულთა მოვლას.
ცენტრი „აფხაზეთი“ მიესალმება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გადაწყვეტილებას და მზაობას გამოთქვამს მომავალშიც, დევნილი და მიმღები თემის საჭიროებების აღმოჩენისა და მათი აღმოფხვრის გზების მოძიებისათვის.
 

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA