CHCA დასუფთავების კამპანია და ფეხბურთის ტურნირი მოაწყო, რომელშიც ფოთის დევნილთა დასახლების ახალგაზრდები ჩაერთნენ.

CHCA-ის დახმარებით, ფოთის დევნილთა დასახლებაში ენერგოკლუბი ჩამოყალიბდა, რომელიც გარემოზე ზრუნვას და მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვას ემსახურება. ადგილობრივი ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ ენერგოკლუბის აქტივობებში, რაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის განვითარებას უწყობს ხელს.

10 ივნისს ქ. ფოთში პროექტის ,,მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

პროექტის მიზანი იყო მდგრადი ადგილობრივი განვითარებისა და მდგრადობის ხელშეწყობა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში ქ. ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებში მწვანე და სამართლიანი გადასვლების გზით, ინკლუზიური მმართველოსბის ხელშეწყობა, გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობები და გარემოს მდგრადობა.

LNOB პრინციპის შესახებ სემინარების სერია გრძელდება!

ამჯერად, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში მოქმედი სოციალურ სფეროში მომუშავე ორგანიზაციების,სათემო ლიდერებისა და თემის აქტიური წარმომადგენლებისათვის ჩატარდა სემინარები.

პროექტის ,,მწვანე მომავალი: უფლებები და სტაბილურობა" ფარგლებში ფოთის ენერგოკლუბის წევრებისათვის ჩატარდა სამდღიანი ტრენინგი.

პროექტი ,,მწვანე მომავალი: უფლებები და სტაბილურობა" ხორციელდება საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთის" (CHCA) მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP Georgia) და დანიის მთავრობის (Embassy of Denmark in Georgia) მხარდაჭერით.

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA