ჰუმანიტარული და სოციალურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მხარდაჭერა

CHCA აგრძელებს აფხაზეთში მომუშავე სოციალურ და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან მიზნობრივ მუშაობას.
2025 წლის სექტემბერ–ოქტომბერში განხორციელდა 10 ადგილობრივი ორგანიზაციის სიღრმისეული შეფასება, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ კონფლიქტით დაზარალებულ და მოწყვლად ჯგუფებთან. ექსპერტების ჩართულობით გაანალიზდა მათი საქმიანობა, გამოცდილება და გამოწვევები რათა დაგეგმილი მხარდაჭერა იყო რეალურ საჭიროებებზე მორგებული.

ფოთის ენერგოკლუბი - თემზე დაფუძნებული პლატფორმა

2025 წლის დასაწყისში CHCA-ს მხარდაჭერით ფოთის დევნილთა დასახლებაში შეიქმნა ენერგოკლუბი - თემზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მოტივირებულ ახალგაზრდებს, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით.
კლუბის მიზანია ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა და თემში ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაძლიერება.

პროექტის „ჩემი სახლის მმართველი“ დასკვნითი ღონისძიება

პროექტის „ჩემი სახლის მმართველი“ დასკვნითი ღონისძიება ბათუმში გაიმართა, სადაც ხაზი გაესვა წარმატებულ თანამშრომლობასა და მის გავლენას კარიერულ ორიენტაციაზე, პროფესიულ განათლებასა და დასაქმებაზე. პროექტის ფარგლებში 200-მდე იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდა გადამზადდა სამშენებლო პროფესიებში, ხელი შეეწყო მათ დასაქმებასა და მეწარმეობას და გაძლიერდა პროფესიული განათლების პოპულარიზაცია გერმანელი პარტნიორების მხარდაჭერით.

“ჩემ მორდუში” ახალი წლისთვის მზადება დაიწყო!

ხანდაზმულთა 24-საათიანი ზრუნვის ცენტრისა და 6-18 წლის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარებმა მოაწყვეს ნაძვის ხე, ჩაყარეს სურვილების ყუთში წერილები და დაასახელეს თავიანთი სურვილები საახალწლო საჩუქრებისათვის.

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA