მნიშვნელოვანი ნაბიჯი სოციალური მხარდაჭერისკენ – შეხვედრა გორში

კეთილდღეობის და განვითარების ცენტრში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები და დაინტერესებული პირები. შეხვედრის მთავარი თემა იყო შინ მოვლის პროგრამის მხარდაჭერა ხანდაზმულებისა და შშმ პირებისთვის.

ვაგრძელებთ "არავინ დატოვო ყურადღების მიღმა" (LNOB) სემინარების სესიას.

გორის, თეთრიწყაროსა და ამბროლაურის  მუნიციპალიტეტებში მოქმედი სოციალურ სფეროში მომუშავე ორგანიზაციების, სათემო ლიდერებისა და თემის აქტიური წარმომადგენლებისათვის ჩატარდა სემინარი - არავინ დატოვო ტურადღების მიღმა (LNOB).

შშმ პირთა უფლებების დაცვის ეროვნული დღე გაეროს მუდმივ კოორდინატორთან, დიდიე ტღებიუკთან და ოფისის ხელმძღვანელთან, ანნა პლატონოვასთან ერთად "ჩემ მორდუში" აღვნიშნეთ!

სტუმრებმა მოინახულეს ხანდაზმულთა თავშესაფარი და გაიცნეს ჩვენი მოხუცები;

დაათვალიერეს შშმ ბავშვთა დღის ცენტრის სივრცე და დაესწრნენ ბავშვების მიერ ორგანიზებულ სპორტულ-გასართობ აქტივობას "მხიარული სტარტები";

მოინახულეს დროებითი განთავსების და საკონსულტაციო ცხელი ხაზის სივრცეები და გაეცნენ ინფორმაციას საჭიროებებისა და მომართვიანობის შესახებ.

CHCA დასუფთავების კამპანია და ფეხბურთის ტურნირი მოაწყო, რომელშიც ფოთის დევნილთა დასახლების ახალგაზრდები ჩაერთნენ.

CHCA-ის დახმარებით, ფოთის დევნილთა დასახლებაში ენერგოკლუბი ჩამოყალიბდა, რომელიც გარემოზე ზრუნვას და მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვას ემსახურება. ადგილობრივი ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ ენერგოკლუბის აქტივობებში, რაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის განვითარებას უწყობს ხელს.

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA