ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ და CHCA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნაპოლეონ მილორავამ საზოგადოებას პროექტი „ხონის მუნიციპალიტეტის ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარება“ გააცნეს.
CHCA პროექტს "სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვის რესპუბლიკაში კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა" ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.