ახალ წელსაც ვაგრძელებთ შინმოვლის სერვისის მიწოდებას

ჩვენთვის, ახალ წელს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება  ხანდაზმულებზე ზრუნვა, ყურადღება და თანადგომა. ჩვენი ორგანიზაციის შინმოვლის გუნდი ყოველდღიურად მუშაობს იმ ხანდაზმულებთან, რომელთათვის მუდმივი მხარდაჭერა და გვერდში დგომა აუცილებელია ღირსეული ცხოვრების შესანარჩუნებლად.

შევხვდებით 2026 წელს!

2025 წელი ჩვენთვის 30-წლიანი მუშაობის ერთგვარი შეჯამება იყო - წლების, როცა ჰუმანიტარული დახმარება, დაცვის მონიტორინგი და ადამიანების უსაფრთხოებაზე ზრუნვა ჩვენთვის ყოველდღიური პასუხისმგებლობა იყო.

საახალწლო ზეიმი ​რუხის დღის ცენტრში

რუხის დღის ცენტრის ბავშვებმა საახალწლო ზეიმი მოაწყვეს. პატარებმა სცენაზე წარადგინეს სიმღერები, ლექსები, ცეკვები და პატარა წარმოდგენები, რომლებმაც დამსწრეების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

დღესასწაული ,,ჩემ მორდუში“

უკვე ტრადიციად იქცა, რომ რუხის მულტიფუნქციური ცენტრი ,,ჩემი მორდუ“ დღესასწაულის დღეებში ძალიან ბევრ სტუმარს იღებს! ეს დღეები სავსეა სიხარულით და რაც მთავარია, ადამიანებით, რომლებსაც ჩვენი მოხუცებისთვის არა  მხოლოდ საჩუქრები, არამედ გულწრფელი ზრუნვა და სიყვარული მოაქვთ.

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA